ნინო ბურჯანაძე: კოალიციის დაშლით, ბიძინა ივანიშვილმა საინტერესო ტრიუკი ჩაატარა

"საზოგადოების დიდ ნაწილს “ქართულ ოცნებაში” რესპუბლიკელების ხილვა არ უნდოდა და კოალიციის დაშლით, ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო ტრიუკი ჩაატარა, როცა სხვა პარტიების, განსაკუთრებით კი, რესპუბლიკელების მოშორებით, საზოგადოების თვალში სერიოზული ქულები ჩაიწერა", – ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

"საზოგადოებამ ანალიზი უნდა გააკეთოს და თუ ვინმეს “რესპუბლიკური პარტია” არ მოსწონდა, მათი არყოფნის გამო, “ქართულ ოცნება” უფრო მეტად არ უნდა მოეწონოს. 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას რომ რესპუბლიკელები მართავდნენ, ამაზე ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი", – განაცხადა ბურჯანაძემ 2030-ში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...