ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებას ძალიან მძიმე დღე დაადგება, თუ გაბედავს და არჩევნებს ისე გამიყალბებს, როგორც 2016-ში

ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ხელისუფლებას გაფრთხილება მისცა.

„მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება და ამას თქვენ ეთერში მეტად აღარ გავიმეორებ – ხელისუფლებას ძალიან მძიმე დღე დაადგება, თუ გაბედავს და არჩევნებს ისე გამიყალბებს, როგორც 2016-ში, როდესაც ჩემი ხმები გადაუწყო ზოგი სხვა ოპოზიციურ პარტიას, ზოგი „პატრიოტთა ალიანსს“, ზოგი კი თვითონ გადაიწყო, მე გარეთ დამტოვა და პარლამენტში სხვა პარტია შეიყვანა. პირდაპირ გეუბნებით, მე არ გავჩუმდები და გაღიმებული სახით განცხადებებით არ შემოვიფარგლები“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად