ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებამ ეკონომიკური მიმართულებით უმძიმესი შეცდომები დაუშვა

ადამიანები, რომლებიც დარჩნენ ულუკმაპუროდ, გაწირეს და ფსიქოლოგიურად და მორალურად ყველაზე რთულ პირობებში ამყოფებენ”-ამის შესახებ, “დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმით უკმაყოფილოა “დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე და აცხადებს:

ბიუჯეტში ცვლილებები თუ არ იქნა განხორციელებული, ვერ იქნება გაცემული ვერანაირი დახმარებები. ასე რომ ეს იყო, ტყუილი, ბლეფი ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო უპასუხისმგებლობა, რომ ადამიანები, რომლებიც დარჩნენ ულუკმაპუროდ, გაწირეს და ფსიქოლოგიურად და მორალურად ყველაზე რთულ პირობებში ამყოფებენ. ხელისუფლებამ ეკონომიკური მიმართულებით უმძიმესი შეცდომები დაუშვა. საოცარი პატივისცემის ღირსია ჩვენი ხალხი, რადგან როგორ ცხოვრობენ ამ პირობებში, წარმოუდგენელია”, – აცხადებს ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად