ნინო ბურჯანაძე: ჯერ კიდევ 2013 წელს განვაცხადე, რომ მთავრობას ლარი გაექცეოდა

 „2013 წლის ივნისში, როდესაც ბრიფინგი გავმართე და ვთქვი, რომ მთავრობას ლარი გაექცეოდა დემაგოგი მეძახეს“, – ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ლარის მკვეთრ გაუარესებას.

როგორც ბურჯანაძემ „აიპრესთან“ინტერვიუში განაცხადა, მაშინ მთავრობას ლარის გადარჩენის მექანიზმი წარუდგინა, თუმცა ხელისუფლებამ ის არ გაითვალისწინა.

„2013 წლის ივნისში ჩავატარე პირველი ბრიფინგი ლარის კურსთან დაკავშირებით. მაშინ დემაგოგი და არაპროფესიონალი მეძახეს. თითქოს მთავრობაზე გაბრაზებული ვიყავი და ქვეყანა არ მიყვარს. მაინცდამაინც 3.00-ს უნდა გადასცდეს ლარის კურსი, რათა დაიჯერონ რომ ბურჯანაძე მართალს ამბობდა. მე არ ვარ ეკონომისტი, შესაბამისად რა თემაც არ ვიცი უმაღლეს დონეზე, იმხელა ჭკუა მყოფნის რომ იმ ხალხს ველაპარაკო ვინც იცის ეს თემა უმაღლეს დონეზე. მაშინ ჩემი ბრიფინგის თემა დაფუძნებული იყო უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების პროგნოზზე, რომ ლარის კურსი აუცილებლად გაექცეოდა მთავრობას. 

შეგიძლიათ ამოიღოთ მაშინდელი ჩემი ბრიფინგი. მექანიზმიც კი იყო მითითებული რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას იმისათვის, რომ ლარის კურსი არ გაქცეულიყო. დედოლარიზაციაზე დღეს რომ ლაპარაკობს მთავრობა, ნახეთ რამდენი ხნის წინ გვაქვს აქცენტი გაკეთებული დედოლარიზაციაზე, როგორც ერთ-ერთ გამოსავალზე, იმისათვის რომლარი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...