ნინო ბურჯანაძე: ივანიშვილის ნაყიდი პრეზიდენტის სავარძლისგან ღმერთმა დამიფაროს

ასე პასუხობს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვას იმაზე, ხომ არ ჰქონდა გულის წყვეტა, როდესაც გაიგო, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, მაშინ როცა წლების წინ სწორედ მის პრეზიდენტობაზე საუბრობდნენ.

“ასეთი არჩევნების პირობებში და ბიძინა ივანიშვილის ნაყიდი სავარძელში ყოფნისგან ღმერთმა დამიფაროს. მე რომ ასეთი რამე მდომოდა, როგორმე მოვახერხებდი თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობასთანაც” როგორმე პრობლემების მოგვარებას და სკამის შენარჩუნებას და ივანიშვილთანაც მოვახერხებდი საერთო ენის გამოძებნას. ნამდვილად არ მშურს ქალბატონ სალომეს დღევანდელი მდგომარეობა. მე ნამდვილად ვერ ავიტანდი იმას, რომ ვიღაცას ჩემი სურათები ჩამოეხსნა და ჩემი გვარის მაღლა ბიძინა ივანიშვილი დაეხატა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად