ნინო ბურჯანაძე ირაკლი ალასანიაზე: 2016 წელს დავურეკე და ვუთხარი არ დათმო მეთქი, მაგრამ სხვა რაღაცები ამჯობინეს

“თავისუფალი დემოკრატების” ხმებიც გადაუწყვეს “პატრიოტებს” 2016 წელს, ოღონდ მათ ხმა არ ამოუღიათ თავის ლიდერიანად, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “ნიუსრუმი” განაცხადა.

“როდესაც ჩემი დამკვირვებელი, ჩემი წარმომადგენელი, ჩემი კოორდინატორი მომაწვდის ინფორმაციას. ხომ იცით, რომ მე 2016 წელს იმიტომ არ მიყვირია, რომ შედეგი არ მომეწონა, არამედ იმიტომ, რომ დოკუმენტები მქონდა ხელში. ამას გადავამოწმებ და რაც დავრწმუნდები, რომ გამიყალბეს, მერე დავიწყებ პროტესტს. რა გააკეთეს 2016 წელს? ჩემი ხმები “პატრიოტებს” მისცეს და მერე სამი დღე ითვლიდნენ, როგორ გადაელახა “პატრიოტებს” ბარიერი. ეს ხომ ყველამ ვიცით?!

კი, “თავისუფალი დემოკრატების” ხმებიც გადაუწყვეს, ოღონდ მათ ხმა არ ამოუღიათ თავის ლიდერიანად. იმის მიუხედავად, რომ არ გვქონდა მაშინ მაინცდამაინც თბილი ურთიერთობა, მაშინ მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ არ დათმო, რამდენიმე ათასი ხმა გაკლია მეთქი. რაღაც სხვა რაღაცები ამჯობინეს ლიდერმაც და სხვა წევრებმაც. შალვა ნათელაშვილის ხმებიც გადაუწყვეს მაშინ, მაგრამ ძირითადად ჩემი ხმები იყო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად