ნინო ბურჯანაძე: იმედია, შესვლა არშესვლა, გამოსვლა არგამოსვლა მოშლა არმოშლაში არ გადავა

“იმედია, შესვლა არშესვლა, გამოსვლა არგამოსვლა მოშლა არმოშლაში არ გადავა. იმიტომ, რომ ცოტა კომიკურ სიტუაციამდე მივდივართ”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურაჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო.

“ზუსტად იგივეს ვფიქრობ, რასაც ვამბობდი, რომ არ შეიძლებოდა პარლამენტში შესვლა. იმიტონ, რომ ეს არის გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი. იმიტომ, რომ “ოცნება” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება სიტყვაზე ენდო.

სურვილები, რომ სხვა პოლიტიკურ ჭრილში უნდოდათ ვითარების გადაყვანა კარგია. სურვილები და ოცნებები კარგია, მაგრამ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს. პოლიტიკოსის ამოცანა ის კი არაა, რომ რეალობა სასურველად წარმოაჩინოს, არამედ რაც სასურველია ის აქციოს რეალობად. სურვილი იყო კრიზისის განმუხტვა, მაგრამ ამის ნაცვლად მივიღეთ ოდნავ შელამაზება, შეფუთვა. ვერ მოახერხეს ჩვენმა მომლაპარაკებლებმა ის, რომ იგივე შარლ მიშელისთვის და იგივე სხვებისთვის აეხსნათ, რომ ეს არ იყო კრიზისის განმუხტვა, ეს იყო კრიზისისთვის მაკიაჟის გაკეთება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები
იტვირთება...