ნინო ბურჯანაძე: ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა, არც კრიზისიდან გამოყვანა

არასწორი შედეგი დაიდო, შესაძლებელი იყო,  გაცილებით უკეთესი შედეგი დადებულიყო, ამ პარტიებს რომ არ დაეწყოთ ყოყმანი, რყევა და არ დაეყენებინათ პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა,- განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელმოწერა იჩქარეს.

” გასაგებია, ყველა იტყვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინეს, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას უშველეს და ა.შ. ვინ იტყვის, საკუთარი პარტიული ინტერესებიდან მივიღე გადაწყვეტილებაო, მაგრამ ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა, არც კრიზისიდან გამოყვანა, რადგან კრიზისი არ განიმუხტება არც ერთ შემთხვევაში, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია და პოლიტიკური დევნის საკითხი არ გადაწყვეტილა, არ დანიშნულა ვადამდელი არჩევნები. იჩქარეს ხელმოწერა.

ჯერ ერთი, სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა ასეთი კლიშე, რომ არიქა და არ შეედავო ევროპას ან ამერიკას, რომ რაღაცა არ დაგბრალდეს. ძახილი, რომ თურმე, რუსეთი იქნებოდა ბედნიერი, თუ პარლამენტში პარტიები არ შევიდოდნენ, სასაცილოა. რუსეთი დღეს არის ბედნიერი, როდესაც საქართველომ მიიღო ის პარლამენტი, რომელიც მიიღო, როცა გაპრავდა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი პარლამენტი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...