ნინო ბურჯანაძე: ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და კითხულობს, რატომ ვსხედვართ იმ მაგიდასთან

ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და კითხულობს, რატომ ვსხედვართ იმ მაგიდასთან, – ეს განცხადება “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტთან გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე პარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გასახსენებლად იყო მისული, რომელიც აღნიშნავს, არ აქვს იმის გარანტია, რომ არ განმეორდება იგივე მოვლენები, რაც 26 მაისს მოხდა და იმ დროის მსგავსად ხელისუფლება ისევ არ გაწირავს თავის მოქალაქეებს.

“არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ხვალ და ზეგ იგივე არ განმეორდება, რაც 26 მაისს მოხდა და ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი გაწირა, როდესაც კი არ დაშალა მიტინგი, არამედ დასაჯა თავის ხალხი. ჩვენ არ გვაქვს იმის გარნატია, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღდგება სამართლიანობა. რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა, იმის გამოსწორება ვერ შეძლო “ქართულმა ოცნებამ”, ძალიან ბევრი ცუდი მეთოდები გადმოიღო და იმავე მეთოდებით აგრძელებს ქვეყნის მართვას.

ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და კითხულობს რატომ ვსხედვართ იმ მაგიდასთან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა შექმნა ივანიშვილმა. რვა წელი “ნაციონალურ მოძრაობასთან” და სააკაშვილთან იყო ფლირტში გართული, სანამ მის ტახტს საფრთხე არ დაემუქრა”, – განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად