ნინო ბურჯანაძე: დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და ხმებს გამიყალბებს

დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და ხმებს გამიყალბებს, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “ნიუსრუმი” განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი სურვილი არ აქვს ხელისუფლების ჩამოშლის და აფრთხილებს ივანიშვილს, რომ ხმების გაყალბება არ გაბედოს.

“როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია გამომიქვეყნებსო, რა ხელისუფლება ხარ? ოპოზიცია გისმენს, ოპოზიცია გიქვეყნებს, ოპოზიცია გასწრებს დამნაშავის გამოაშკარავებას, ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობს და შენ ამის აღკვეთას ვერ ახერხებ მაშინ რა გინდა? წადი სახლში, დაისვენე, შენც დაისვენე, ჩვენც დაგვასვენე.

მე ასეთი უტვინო, უგვანო და უნიათო ხელისუფლება არ მინახავს, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა მაგარი იმაში, რომ ნამდვილად წილები გადაინაწილა, ნამდვილად დიდი ფული გააკეთა, ნამდვილად ებღაუჭება ხელისუფლებას. ვაფრთხილებ ივანიშვილს, არანაირი სურვილი არ მაქვს არც თქვენი ჩამოშლის, იმიტომ კი არა, რომ თქვენთან რაიმე სენტიმენტები მაქვს, იმიტომ, რომ მინდა ქვეყანა ნორმალუყრად გადავიდეს სხვა რეჟმში, არც ქუჩაში დგომის სურვილი მაქვს. დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს და იმედია ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტია და არავინ არავის არ გაურიგდება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად