ნინო ბურჯანაძე: ბიზნესმენთა უმეტესობამ საქართველოში თავმოყვარეობა დაკარგა და ხელისუფლებებს ფეხქვეშ უწვებიან 

ბიზნესმენთა უმეტესობამ საქართველოში თავმოყვარეობა დაკარგა და ყველა ხელისუფლება, ვინც დაუცხაცხანებს, ფეხქვეშ უწვებიან, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “ნიუსრუმი” განაცხადა.

“ყველაფერი ხომ ვითარდება და პროგრესია?! ახლა თავში არ გირტყამენ, ქვებს ნაკლებად ისვრიან, მაგრამ არის სხვა მექანიზმები, რომლითაც არის ზეწოლა. ადრე ბიულეტენებს პირდაპირ ყრიდნენ ყუთებში, ახლა სხვა მექანიზმებია, რომელიც გამოიყენება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 2.4 მილიონი ლარი მიიღო “ქართულმა ოცნებამ” ე.წ. ბიზნესმენებისაგან, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქართველოში თავმოყვარეობა დაკარგა და ყველა ხელისუფლებას, ვინც დაუცაცხანებს, ფეხქვეშ უწვებიან. ამიტომ არის მერე, როცა ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის ატყავებს. პირდაპირ ვამბობ ამას. არ გაგატყავებენ, როდესაც პატივისცემას იმსახურებ. როცა ყველას ფეხებში უწვები, ოღონდ ბიზნესი არ წაგართვან, მაშინ ყველა გამოგიყენებს. პატივცემულო ბიზნესმენებო ასე თუ გააგრძელებთ, შემდეგი ხელისუფლებაც გაგატყავებთ. ხმა ამოიღეთ. პანდემიის პირობებში როდესაც ისინი შეხვდნენ პრემიერს და თქვეს, რითი დავეხმაროთ მთავრობასო, ეს იყო სამარცხვინო. ჯერ ხალხს დაეხმარეთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად