ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილს 2020 წელს მისი ფული ვერ უშველის

“ივანიშვილისადმი ნდობა იმდენად დაბალია, რომ 2020 წელს მას მისი ფული ვერ უშველის”,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტვ პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“პოლიტიკაში ფული ძალიან ბევრს წყვეტს, მაგრამ არა ყველაფერს, ივანიშვილისადმი ნდობა იმდენად დაბალია, რომ 2020 წელს მას მისი ფული ვერ უშველის. დარწმუნებული ვარ ამაში. ის ვერ შეძლებს ყველას ყიდვას. ის შეეცდება ჰყავდეს თვისი სატელიტი ოპოზიციური პარტიები. ამის ნიშნები ძალიან კარგად ჩანს. მგონი ადამიანები ანსხვავებენ რეალურ და სატელიტ ოპოზიციას. მას აქვს სურვილი რომ რამდენიმე პარტია შეიყვანოს პარლამენტში, მათ როგორც სათამაშოებს ისე წარმართავს. მაგრამ ეს ასე არ იქნება”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...