ნინო ბურჯანაძე: არც რევოლუციას ვგულისხმობ და არც რამე, მაგრამ შეიძლება საქმე მივიდეს ქუჩის პროტესტამდე

მე მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, 5%-ს დამიწერს, 10%-ს, 55% თუ 115%-ს, თუ გააყალბებს, მე მაინც გავაპროტესტებ ამას და ძალიან ფრთხილად იყოს, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “ნიუსრუმი” განაცხადა.

“არ იფიქროს ხელისუფლებამ, რომ ამდენ პროცენტს გადავუგდებ ბურჯანაძეს ან ვინმე სხვას და ის ხმას არ ამოიღებს ან ამაზე ნაკლებს დავუწერ და რაღაცის გამო უხერხულობას შევუქმნი რომ არ იყვიროსო.

ყველა წავლეკავთ ერთად. ნუ გააკეთებს „ქართული ოცნება“ იმას, რაც გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არანაირი სურვილი არ მაქვს ქუჩაში დადგომის. ღმერთმა დაიფაროს ქვეყანა და არც რევოლუციას ვგულისხმობთ არც რამე, მაგრამ რა თქმა უნდა, შეიძლება მივიდეს ქუჩის პროტესტებამდე საქმე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად