ნინო ბურჯანაძე: არ ვებრძვი „პატრიოტთა ალიანსს“, არც ვაპირებ თუ ეს პარტია „ქართულ ოცნებას“ შეებრძოლება და არა ოპოზიციას

„მე არ ვებრძვი „პატრიოტთა ალიანსს“, მით უმეტეს, ქალბატონ ირმას და არც შევებრძოლები, თუ ეს პარტია „ქართულ ოცნებას“ შეებრძოლება და არა ოპოზიციას“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ჩემი ამოცანა არასოდეს ყოფილა რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ბრძოლა. სხვათა შორის, ახლაც, როცა გვსაყვედურობენ და გვეუბნებიან, ახლა, ამ წინასაარჩევნოდ რატომ არ ებრძვით „ნაციონალურ მოძრაობასო“, მე ვამბობ – ოპოზიცია უნდა ებრძოდეს ხელისუფლებას. ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციას ებრძვის, მისთვის ეს ოპოზიცია რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, არღვევს პოლიტიკურ ლოგიკას, რადგან დედამიწის ზურგზე ოპოზიცია ოპოზიციას არსად არ ებრძვის და ოპოზიცია ხელისუფლებას ებრძვის. მე რომ ახლა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შევებრძოლო, იქნება ეს ქალბატონ ინაშვილის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, ბატონი კახა კუკავას პარტია თუ სხვა, ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება, რასაც მე უბრალოდ, არ ვაპირებ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამ განცხადებით ნინო ბურჯანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ებრძვის თუ არა ის „პატრიოტთა ალიანსს“ და ირმა ინაშვილის მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებიდან ციტატა მოიყვანა, სადაც ინაშვილი ამბობს, რომ ბურჯანაძე ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ „პატრიოტთა ალიანსს“.

„პრინციპში, ეს ჩემთვის საკითხავიც არ არის, სიმართლე გითხრათ, მაგრამ არა უშავს. რაც არის, არის. ამას უკან ვეღარ დავაბრუნებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მან ასევე განაცხადა, რომ 2016 წელს უბნები ხელახლა რომ გადათვლილიყო, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“ იქნებოდა თუ „ერთიანი საქართველო“, მისთვის ეს საკითხავი არ არის.

„პრინციპში, ეს ჩემთვის საკითხავიც არ არის, სიმართლე გითხრათ, მაგრამ არა უშავს. რაც არის, არის. ამას უკან ვეღარ დავაბრუნებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად