ნინო ბურჯანაძე: არ რცხვენია “ქართულ ოცნებას”? მერამდენედ მოიტყუეს!

არ რცხვენია “ქართულ ოცნებას”? მერამდენედ მოიტყუეს!”-ამის შესახებ, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, “ფორმულასთან” განაცხადა, ის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება წინასწარ შეატყობინა.

” არ რცხვენია „ქართულ ოცნებას“? მერამდენედ მოიტყუეს, მერამდენედ მოატყუეს საზოგადოება – ჯერ იტყუებოდნენ, რომ მაჟორიტარებმა ჩააგდეს 14 ნოემბერს ცვლილებები, შემდეგ იტყუებოდნენ, რომ ხელშეკრულებაში არაფერი ეწერა პოლიტპატიმრებზე – ახლა იტყუებიან, რომ ზურაბიშვილმა მათთან შეთანხმების გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ  ისაუბრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება წინასწარ შეატყობინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად