ნინო ბოლქვაძე: ხელისუფლების და ვასაძის პოზიციები რაღაც ნაწილში ერთმანეთს ემთხვევა

ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“როგორც ჩანს ხელისუფლების და ლევან ვასაძის პოზიციები რაღაც ნაწილში ემთხვევა. იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უშედეგო იყო. ამას უბრალოდ დაემატა ვასაძის განცხადებები. ახლა ხელისუფლებას აქვს საშუალება, რომ დაეყრდნოს ამ განცხადებებს და იჩენს ლოიალობას. ვასაძის განცხადებებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა. მინიმუმ ბანდფორმირებების განცხადება, ხელმძღვანელობა. იცით, რომ ემზარ კვიციანი გაწევრიანდა, რაც ასევე დანაშაულია, ასევე საჯარო მოწოდება ძალადობისკენ და ასევე პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება.

პრაქტიკულად შეთანხმდნენ დახურულ კარს მიღმა. ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რაც დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში წარმოუდეგენელია ეს ხდებოდეს იმ ინსტიტუციაში, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს”, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად