ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. – ამის შესახებ ნინო ანანიაშვლმა რადიო თავოსიუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრიმა ბალერინა ინტერვიუში აცხადებს, რომ პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

რადიო თავისუფლება: ქალბატონო ნინო, 2021 წელს თქვენ კარიერაში სიახლით იწყებთ, რაც, ალბათ, გამოხმაურების გარეშე არ ჩაივლის, განსაკუთრებით კი თქვენს ქართველ გულშემატკივრებში. როგორც გავიგეთ, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება გახდეთ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასეა?

ნინო ანანიაშვილი: დიახ, ასეა, გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო.

რადიო თავისუფლება: რამდენად მნიშვნელოვანი პოზიციაა ეს თქვენთვის და ზოგადად?

ნინო ანანიაშვილი: თუ გავითვალისწინებთ, ბალეტის მნიშვნელობას ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და იმას, რომ რუსეთი ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა, მაშინ დიახ, ასეა. თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...