A1 ბანერი

ნინო ანანიაშვილი “ევროპა ნოსტრას” – საქართველოს საპატიო პრეზიდენტი

19 აპრილს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, „ევროპა ნოსტრას“ გენერალური მდივანი ქალბატონი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი ბალეტის ხელმძღვანელს, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს „ევროპა ნოსტრას“ საქართველოს საპატიო პრეზიდენტად დაასახელებს.

საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული პროექტები საქართველოდან, რომლებსაც დააჯილდოვებს ევროპა ნოსტრას გენერალური მდივანი ქალბატონი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი კარლ ჰარლცელი.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ვიდეორგოლი ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდოს ევროპა ნოსტრას გამარჯვებული შვიდი ქართული პროექტის და ევროპა ნოსტრას საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლის შესახებ „ევროპა ნოსტრა” კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების პან-ევროპული გაერთიანებაა, რომელიც 1963 წელს დაარსდა. დღეისათვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. ევროპა ნოსტრა ევროპის 50-მდე ქვეყნის 250 კერძო და საჯარო ორგანიზაციას, 150 ასოციაცირებულ და 1500-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის პრეზიდენტია ოპერის ა მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო.

საზეიმო ღონისძიება დასრულდება საბალეტო სპექტაკლის ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავის“ წარმოდგენით.
ღონისძიების ორგანიზატორია ევროპა ნოსტრას წარმომადგენლობა საქართველოში -ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თეატრის საბალეტო დასი და მისი ხელმძღვანელი ევროპა ნოსტრა საქართველოს საპატიო პრეზიდენტი ქ-ნ ნინო ანანიაშვილი. ღონისძიების მხარდამჭერია საქაღთველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. საზეიმო მიღებას მასპინძლობს საქართველოს ხელოვნების სასახლე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...