ნინია კაკაბაძის პასუხი შალვა ნათელაშვილს: საზმაუს ბორდის ხელფასი 20 000 არ არის, გადაამოწმოს ინფორმაცია

” 20 ათასი არ არის ის ციფრი, რომელიც რეალობას შეესაბამება.”-ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ნინია კაკაბაძე “აიპრესთან” “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას იმის თაობაზე რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები ანაზღაურების სახით 20 ათას ლარს იღებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ნინია კაკაბაძე შალვა ნათელაშვილს მოუწოდებს ინფორმაცია გადაამოწმოს, ვინაიდან მას ბორდის წევრების ანაზღაურების შესახებ მცდარი ინფორმაცია აქვს.

“არ ვიცი, წელი იგულისხმა თუ თვე. 20 ათასი არ არის ის ციფრი, რომელიც რეალობას შეესაბამება. თუ წელი იგულისხმა 20 ათასზე მეტი არის, თუ თვე იგულისხმა 20 ათასზე ნაკლები არის. ასე რომ, რა კომენტარი გავაკეთო ასეთ დროს, გარდა იმისა რომ მას მცდარი ინფორმაცია აქვს და თუ გადაამოწმებდა არ იქნებოდა ურიგო”,-ამბობს ნინია კაკაბაძე.

შეგახსენებთ: “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტს მიმართა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები 20 – 20 ათასლარიან ხელფასებს იღებენ, რასაც არ იმსახურებენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად