ნინია კაკაბაძე: მთავარი მიზანი მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლება იყო და მადლობა პოლიციას ამისთვის

“ადამიანებს მართლა შეეშინდებათ უკვე სახლიდან გასვლა და მართლებიც იქნებიან. და კიდევ, იმაზე საუბარი რომ – აბა სისხლი გინდოდათ? არა და არავითარ შემთხვევაში! მთავარი მიზანი მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლება იყო და მადლობა პოლიციას ამისთვის”, -ამის შესახებ ნინია კაკაბაძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“ახლა ამ მთავრობის მოძულე, თუნდაც ისეთი როგორიც მე ვარ, ინატრებდა რომ ვერ იპოვნონ დამნაშავე, მაგრამ ძალიან მინდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იპოვნოს პოლიციამ და ციხეშიც ჩასვას, რადგან ამას შეიძლება ჯაჭვური რეაქციით მოყვეს ახალი და ახალი შემთხვევები და ყოველთვის ასე უსისხლოდ ვერ გამოვძვრებით.

ადამიანებს მართლა შეეშინდებათ უკვე სახლიდან გასვლა და მართლებიც იქნებიან. და კიდევ, იმაზე საუბარი რომ – აბა სისხლი გინდოდათ? არა და არავითარ შემთხვევაში! მთავარი მიზანი მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლება იყო და მადლობა პოლიციას ამისთვის. მაგრამ ის, რომ ტერორისტის სახელიც კი არ ვიცით და არც ის თუ რა მიმართულებით წავიდა, ეს ნიშნავს რომ ჩვენს სამართალდამცავებს მხოლოდ ნაცების ამოცნობა შეუძლიათ, სხვამხრივ სისტემაში დიდი პრობლემებია!!!” – წერს ნინია კაკაბაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად