A1 ბანერი

ნინია კაკაბაძე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ასეთი ხელისუფლების ხელში ვართ!

უმრავლეობის მიერ გამოხატულ წუხილს მისი მხარდაჭერის გამო, "რუსთავი 2" -ის ეთერით ნინია კაკაბაძე პასუხობს. 

"მხარის დაჭერა და შემდეგ თავის  მართლება და  ბოდიშების მოხდა არის ყველაზე უღირსი საქციელი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა. არავითარ შემთხვევაში არ ვუპასუხებდი, ცხადია, მე თავის მართლების რეჟიმში არ ჩავდგები და არ დავიწყებ თავის მართლებას. ერთადერთი, ვიტყვი იმას, რის შესახებაც მე გუშინ დავწერე კიდეც, რომ საქართველოში გუშინ იყო გლოვის დღე, ყველა იმ 6 ადამიანს გლოვობდა, რომელიც მაღაროში დაიღუპა და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენი მმართველი გუნდის წევრებს სხვა საქმე არ ჰქონდათ, ისხდნენ და ბოდიშებს იხდიან არ ვიცი საკუთარი მოძღვარის, იმ მოძღვარის მრევლის წინაშე თუ ვის წინაშე, მეც არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ის, რასაც აკეთებენ, არის სამარცხვინო.

და მე ვუხდი ბოდიშს საზოგადოებას, რომ ასეთი ხელისფლების ხელში ვართ" – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...