ნინა რურუა: სამწუხაროდ ჩვენ გვყავს მშიერი ბავშვები, რაც ვფიქრობ დანაშაულის ტოლფასია

იტალაიში, ქალაქ ბარიში მოღვაწე და ქართული დიასპორის დამფუძნებელი ნინა რურუა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგან გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობ საჯარო ქველმოქმედებასთან დაკავშირებით. საქართველოში პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის გათავლისწინებით, ვფიქრობ,  ქველმოქმედებაც ერთგვარ ტრენდად იქცა და ხშირად, მას ადამიანები საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის იყენებენ.

საჯაროდ იმიტომ ვყვები, ჩემი დღევანდელი ქმედების შესახებ, რომ თუნდაც ერთი ადამიანისთვის მაგალითის მიმცემი, რომ  გავხდე, ჩავთვლი რომ სიკეთე გაორმაგდა და ეგებ  ჯაჭვურ პრინციპამდეც მივიდეტ.

მეგობრების უმრავლესობამ იცის, ჩემი საქმიანობის შესახებ. მე ემიგრანტი ვარ. სამშობლოს 2 500 კილომეტრი მაშორებს, მაგრამ მანძილს წამითაც არ შეუცვლია ჩემი საქართველოსადმი დამოკიდებულება. მიყვარს და მებრალება ჩემი, ჩვენი სამშობლო, რომელიც ჯერ კიდევ სიღარიბეს ებრძვის. სამწუხაროდ ჩვენ გვყავს მშიერი ბავშვები, რაც ვფიქრობ დანაშაულის ტოლფასია.

დღეს გორის მუნიციპალიტეტში საათაშვილების მრავალშვილიანი და მერებაშვილების ოჯახები მოვინახულე. ორივე ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა   უკიდურესად მძიმეა. ეს სიღატაკეზე დაბალი ზღვარია. ის წამიერი სიხარული, რომელიც ბავშვების თვალებში დავინახე ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის.

ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, თქვენს მიერ გაღებული თითოეული  თეთრით,  მომავალ თაობას, რომელსაც ბავშობის გატარება სიღატაკეში უწევთ, ცხოვრებას გავულამაზებთ და სიღარიბის დაძლევაში დავეხმარებით", – აცხადებს ნინა რურუა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად