ნიკოლოზ სამხარაძე: ვადამდელი არჩევნების წინაპირობები არ არის, ჩვენი ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა

მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან დადებული შეთანხმება დიალოგის შესახებ, პარლამენტის პიკეტირებით დღეს ოპოზიციამ დაარღვია.

ნიკოლოზ სამხრაძის თქმით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაპირობა არ არსებობს.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც გუშინდელი შეხვედრიდან 10 საათია გასული, ამბობ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გადავდივარ, დიალოგს ვაპირებ და ამ დროს პარლამენტის პიკეტირებას აწყობ, მოგყავს აქტივისტები და შეურაცმყოფელ განცხადებებს და შეძახილებს იყენებენ არა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატების მიმართ, არამედ პარლამენტში მყოფი ოპოზიციის დეპუტატების მიმართ, არც გულწრფელობასთან გვაქვს საქმე და არც კონსტრუქციულ მიდგომასთან. საზოგადოებისთვის ნათელია, რომ რაც ილაპარაკეს გუშინ დახურულ შეხვედრაზე, არის ერთი და რას აკეთებენ გარეთ, არის მეორე.

რის საფუძველზე შეიძლება ჩაინიშნოს არჩევნები და ეს არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული, ჩვენ აქამდე ვამბობთ, რომ ვადამდელი არჩევნების წინაპირობები აუცილებლობა არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი ოპოზიცია ვერანაირად ვერ ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, გავაგრძელოთ ამაზე საუბარი, თუ რამე ნოვატორული იდეა ექნება ოპოზიციას ჩვენ ამას მოვისმენთ დიდი სიამოვნებით”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ
“დღის კურიერში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...