ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთისა და ჩვენი ოპოზიციის გეგმები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს

“ნიშანდობლივია, რომ ზუსტად იმ დროს გავრცელდა ეს ყველაფერი, როდესაც ევროკავშირმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა მედიაციის საკითხებში და ის, დღე დღეზე უნდა ჩამოვიდეს, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებული განცხადებას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე “რუსთავი 2”-ის ეთერში.

მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს ოპოზიციის გეგმები ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს.

“ნიშანდობლივია, რომ ზუსტად იმ დროს გავრცელდა ეს ყველაფერი, როდესაც ევროკავშირმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა მედიაციის საკითხებში და ის, დღე დღეზე უნდა ჩამოვიდეს. ასევე, საინტერესოა, რომ ბატონი ნარიშკინის განცხადება ერთი-ერთში ემთხვევა ხოლმე იმ განცხადებებს, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ. რუსეთის ნარატივი და ოპოზიციის ერთმანეთს დაემთხვა, ისევე, როგორც ემთხვევა ხოლმე გავრილოვისა და ოპოზიციის ნარატივი.

რუსეთის საგარეო დაზვერვა ამას სწორედ იმიტომ წერს, რომ მათი მიზანია, ბზარი შეიტანონ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და გააფუჭონ ეს ურთიერთობები. მათ არ სურთ, რომ საქართველო დაუახლოვდეს აშშ-სა და ევროკავშირს, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ეს ურთიერთობები გააფუჭონ. იმავეს ცდილობს ჩვენი ოპოზიცია. ამ შემთხვევაში, რუსეთისა და ჩვენი ოპოზიციის გეგმები და მისწრაფებები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს,”-აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...