ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციას: ამ ქვეყანაში რევოლუციების დრო დამთავრდა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოსაზრებით, ოპოზიციური პარტიები რევოლუციაზე ოცნებას ვერ ეშვებიან, თან ეშინიათ.

“რევოლუციას წინ ხან მშვიდობიანს ურთავენ, ხან სხვა ზედსართავებს ამატებენ და მაინც ვერ ეშვებიან ოცნებას, რომ რევოლუცია მოაწყონ. ამ ქვეყანაში რევოლუციების დრო დამთავრდა.

ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. შესაბამისად, არჩევნები, რომელიც ჩატარდა ხალხის ნების გამომხატველი იყო”, –  განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად