ნიკოლოზ რაჭველს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

ორდღიანი დღესასწაული „თბილისობა 2018“ რევაზ ლაღიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გალაკონცერტით და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა. საზეიმო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს თბილისობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და ტრადიციულად, საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.

როგორც საზეიმო ღონისძიებაზე კახა კალაძემ აღნიშნა, საპატიო თბილისელის წოდება ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც დედაქალაქისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით.

საპატიო თბილისელის წოდება სულ 15 ადამიანს მიენიჭა, მათ შორისაა კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად