ნიკოლოზ რაჭველი: მადლობა ზაზა, ძალიან მაგარი ფილმები დაგვიტოვე

ის ქართველი იყავი, ვინც დიდი აგური დადო ჩვენი საერთაშორისო აღიარებაში”,- ამის შესახებ, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველმა რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ღმერთო, რატომ?!.. მადლობა ზაზა, ძალიან მაგარი ფილმები დაგვიტოვე და ის ქართველი იყავი, ვინც დიდი აგური დადო ჩვენი საერთაშორისო აღიარების და ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემის განმტკიცების საქმეში…

მშვიდობით.”,-წერს, ნიკოლოზ რაჭველი.

შეგახსენებთ, ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად