ნიკოლოზ ყიფშიძე: სააკაშვილმა მითხრა, რომ ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას, თუ არ შეუშვებენ მასთან დეპუტატებს, ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან

სააკაშვილმა მითხრა, რომ ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას, თუ არ შეუშვებენ მასთან დეპუტატებს, ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“გეტყვით, რომ სრული იზოლაციაც ძალინ ცუდია მის ჯანმრთელობისთვის. რაღაც ბალანსი უნდა იყოს. მას ახლა ნახულობენ ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა, ვისთანაც უნდა ლაპარაკი, ის პრაქტიკულად ვერავის ხედავს. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს, რადგან ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი ექიმია და ოჯახის წევრი ოჯახის წევრია. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, რომ შესაძლებლობა აქვს, ნახოს ეს ხალხი, მაგრამ ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან“, – განაცხადა ყიფშიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა, რეფიდინგი, პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის.

„ნეიროფსიქოლოგების კონსულტაცია არის აუცილებელია, მაგრამ ცენტრი „ემპათიას“ წარმომადგენლები ვერაფრით ვერ მოხვდნენ ჰოსპიტალში, იმედია, ხვალ მაინც შეძლებენ“, – განაცხადა ყიფშიძემ.

კომენტარები
იტვირთება...