ნიკოლოზ ყიფშიძე: სააკაშვილი მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და უფერულობა

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა და ჟურნალისტებთან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა:

“ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს, ექიმებმა უნდა თქვან რა გავაკეთოთ შემდეგ. საჭიროა თუ არა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა, რა მინერალები უნდა მივცეთ, ან რა უნდა გადავუსხათ.

შეიძლება დასჭირდეს კონსილიუმის უფრო ადრე დანიშვნა ვიდრე სამშაბათს, მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა, როდესაც ადამიანი სუსტად გრძნობს თავს და გრიპი გადახდა… ასეთი სიტუაციაა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტია.

კონსილიუმთან დაკავშირებით სახლში წასვლის შემდეგ დავურეკავ ციხის ექიმს და შემდეგ მათ უნდა გადაწყვიტონ, როდის ჩანიშნავენ”, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კომენტარები
იტვირთება...