ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება ექიმების ჯგუფთან ერთად

მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

“მიხეილ სააკაშვილის განაგრძობს მკურნალობას, მას აღენიშნება სისუსტე, აქვს თავის ტკივილი, არტერიული წნევა თამაშობს.
აქ უფრო მშვიდად არის, მადლობას უხდის გორის ჰოსპიტალის სტაფს, დიდი განსხვავებაა აქ და გლდანს შორის, მაგრამ საავდმყოფო მაინც საავადმყოფოა, მაგრამ ამაზე შემდეგ გავაგრძელებთ ლაპარაკს.

ნევროლოგები ალბათ ჩამოვლენ ხვალ ან ზეგ და კიდევ ერთხელ გაივლიან პაციენტთან ერთად მისი მდგომარეობის შესახებ კონსულტაციას. როგორც მოგეხსენებათ, ასეთ ავადმყოფებს აქვთ პოსტრავმატიული სინდრომი, რომელიც გარკვეულ, ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ, მთხოვა, დავუკავშირდე ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს. ეს არის ალტერნატიული კომისია, რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი, მოვიდეს რამდენიმე დღის განამვლობაში, რომ გაიარონ ეს სიტუაცია. მე მგონია, რომ საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რათა გავაგრძელოთ მისი მკურნალობა” – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კომენტარები
იტვირთება...