ნიკოლოზ ყიფშიძე: გადასაყვანია მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მაღალი დონი მრტ, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია

„დღეს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს. დაეცა, აიყვანეს რეანიმაციაში და შემდგომ გატარებული იყო მთელი რიგი ღონისძიებები. დიდი მადლობა ქალბატონ გიული ქილიფთარს, შემთხვევით იყო იქ, ჩაატარა რეანიმაციული ღონისძიებები და პრეზიდენტი უკეთესად გახდა.” – ამის შესახებ მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყოფშიძემ განაცხადა.

“გონების დაკარგვა მოხდა, ეს სინკოპია. ეს მოასწავებს, რომ ყოველ წუთში ხდება ცუდი რაღაცები მის ორგანიზმში. მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან რთული. აქ გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც ჩემი აზრით, იმსახურებს დიდ ყურადღებას. გადასაყვანია მიშა სააკაშვილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მაღალი დონი მრტ, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ მისი ტვინის მდგომარეობა. გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა, ყოველ წუთს განმეორდეს. წევს რეანიმაციაში მონიტორინგის ქვეშ, ველოდებით რა მოხდება“,- განაცხადა ნიკოლოზ ყოფშიძემ.

კომენტარები
იტვირთება...