ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ამან ეკონომიკას მეტი სტიმული უნდა მისცეს სტაბილური განვითარების კუთხით

“სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის კლებამ მხოლოდ 0.7 პროცენტი შეადგინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ შემდეგ თვეებში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და გამოვა რეცესიიდან. პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკაში აშკარად ჩანს. მაშინ, როცა აპრილში კლება თითქმის 17 პროცენტში იყო, ზაფხულის თვეებში ეკონომიკა დაახლოებით ხუთი პროცენტით იყო შემცირებული. როგორც ჩანს, ოქტომბერი იქნება გარდამტეხი თვე, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “ქართული ოცნება” იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ამან ეკონომიკას მეტი სტიმული უნდა მისცეს სტაბილური განვითარების კუთხით“, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი თავის გვერდზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული 2020 წლის სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლების კომენტირებისას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ძალზედ პოზიტიური ტენდენციები იკვეთება ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში, გარდა ტურიზმისა, რომელიც ბუნებრივად რჩება ჩაკეტილი გლობალური პანდემიის გამო. მისი თქმით, სექტემბერში გაიზარდა თითქმის 9 პროცენტით ექსპორტი და 29 პროცენტით გაიზარდა ფულადი გადმორიცხვები. პროგრესია მშენებლობაში, ენერგეტიკაში, მრეწველობაში და სხვა დარგებში.

„ვფიქრობ, რომ 2020 წლის ბოლო კვარტალი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის შემობრუნების ეტაპი“, – აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად