ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მთავრობას ხელი უდევს ქვეყნის განვითარების პულსზე, ხდება პანდემიის ეფექტური მართვა

ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელ ფეიბუქში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ნათია თურნავას პარლამენტში დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება.

„ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას პარლამენტში დღევანდელი გამოსვლიდან ნათელია, რომ მთავრობას ხელი უდევს ქვეყნის განვითარების პულსზე, ხდება პანდემიის ეფექტური მართვა. მიეხედავად იმისა, რომ გვაქვს შემთხვევების გაზრდილი რიცხვი“, – წერს ის.

ექსპერტის განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრიზისის პირობებში ქვეყნების ეკონომიკის ვარდნა პირდაპირ ბმაშია ვირუსთან ბრძოლის ეფექტურობასთან.

„მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების ეკონომიკების ვარდნა დაახლოებით 10 პროცენტი იქნება, ჩვენთან ეს ვარდნა ორჯერ ნაკლებს – წლის ბოლოსათვის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს. ამ პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ. „თურნავა არგუმენტირებულად პასუხობს ოპოზიციის კითხვებს, მათ შორის გადასახადების შემცირებაზე და იმ შესაძლო ეფექტზე, რამდენი შეიძლება დაკარგოს ბიუჯეტმა ზოგიერთი გადასახადის გაუქმებით ან შემცირებით“, – აღნიშნა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად