ნიკოლოზ გამყრელიძე: ერთადერთი მედიკამენტი, რომელსაც მკურნალობისას ვიღებდი იყო პლაქველინი

ერთადერთი მედიკამენტი, რომელსაც მკურნალობისას ვიღებდი იყო პლაქველინი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ერთადერთი მედიკამენტი, რომლის გამოყენებაც ჩემს შემთხვევაში მოხდა, ეს იყო პლაქველინი, რომელსაც ვიღებდი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. ახლა ბევრი დებატებია ამ მედიკამენტზე, თუმცა გულახდილად გეტყვით, უკუჩვენება არ მიგრძვნია. მისი მიღებიდან რამდენიმე დღეში მე მშრალი ხველა აღარ მქონდა. არ ვიცი რამდენად დავუკავშირო ამას, შესაძლოა ორგანიზმის გამო მოხდა, თუმცა ანტივირუსული პრეპარატია და რაღაც შედეგი ექნებოდა”, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად