ნიკოლოზ გამყრელიძე: ჩვენი კომპანია ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა

“16 ათასი ადამიანი მუშაობს ჩვენთან დ აქედან, შეიძლება ითქვას, 1000 მუშოაბს დისტანციურ რეჟიმზე, დანარჩენი 15 ათასი ფრონტის წინა ხაზზეა და ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რათა ჩვენი მომხმარებლების სათანადო მომსახურება დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენი კომპანია ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის”- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

კითხვაზე, რას გულისხმობს ყველაზე ცუდი სცენარი, ნიკოლოზ გამყრელიძემ უპასუხა: “ეს არის რამდენიმე ასეული შემთხვევა დღეში. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომლსი ალბათობაც არსებობს”

მისი თქმით, მთავრობამ მწყობრი გადადგა პრევენციისთვის, თუმცა სასურველია, რომ იგივენაირი მწყობრი ნაბიჯები გადადგას საზოგადოებამაც.

“წესებს სრულად დავემორჩილოთ, რომ არ გვექნეს ეს ყველაზე ცუდი სცენარი, მაგრამ თუ გვექნა, მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ ამისთვის” -განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად