ნიკოლოზ ჩხეტიანი: მსოფლიოში ქსუ-ს კამპუსი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე იქნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამას საზოგადოება თავად იხილავს“ – აცხადებს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ფილმში, რომელშიც საუბარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე.

მისი თქმით, კამპუსის ტერიტორია 153 ჰექტარია, საიდანაც 80 ჰექტარი უჭირავს ენდემური ჯიშებით გაშენებულ ტყეს.

„ტყეს ჰქონდა გარკვეული პრობლემები, აქ ხდება წყლის ჭარბი ინფილტრაცია და ამის გამო ხმობის ძალიან დიდი პროცესია წასული. ამას ჩვენ ვებრძვით, დრენაჟის სიტემებით. ქუთაისის უნივერსიტეტის კამპუსი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამის სრულ გარანტიას გაძლევთ. უახლოეს მომავალში, როდესაც უნივერსიტეტი გაიხსნება და სწავლა დაიწყება, სტუდენტები და მთელი საზოგადოება ამას თავად იხილავს“ – ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად