ნიკოლოზ ბასილაშვილმა “უიმბლდონზე” მსოფლიოს მე-15 ჩოგანი დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონის" მეორე რაუნდში ესპანელი მე-15 ჩოგანი ფელისიანო ლოპეზი დაამარცხა.

ბასილაშვილმა ესპანელი ჩოგბურთელი 7:5; 3:6; 6:3; 2:6; 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

მესამე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო ბაუტისტას დაუპირისპირდება

აღსანიშნავია, რომ ბაუტისტა მსოფლიო რეიტინგში 22-ე ჩოგანია. მეორე რაუნდში კი მან ფრანგი ბენუა პერი ანგარიშით 2:6 4:6; 6:3; 6:3; 6:3 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონის" ძირითად ბადეში პირველ რაუნდში არგენტინელი ჩოგბურთელი, ფაკუნდო ბაგნისი ანგარიშით 6:4, 7:6(7:3), 6:2 დაამარცხა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კი რუმინელი ვიქტორ ჰანესკუ, უზბეკი ფარუხ დუსტოვი  და უნგრელი მარტინ ფუჩოვიჩი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად