ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილთა თანრიგში ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო

მონტე-კარლოს 1000-იანი სერიის წყვილთა თანრიგში თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილის და რადუ ალბოტის (მოლდოვა) დუეტი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა

მეთექვსმეტედფინალში რავენ კლასენის (სამხრეთ აფრიკა) და ჯო სოლსბერის (დიდი ბრიტანეთი), მერვედფინალში კი მარტონ ფუქსოვიჩის (უნგრეთი) და გუიდო პელას (არგენტინა) ძლევის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის და რადუ ალბოტის (მოლდოვა) დუეტი ნიდერლანდელებთან, რობინ ჰაასთან და ვესლი კოოლჰოფთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში დამარცხდა 1:6, 5:7.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...