ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსის სასტარტო შეხვედრაში ანდრეი რუბლიოვთან დამარცხდა

დღეს, აშშ-ში, ოჰაიოში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ცინცინატის მასტერზე (ATP Masters 1000 Cincinnati) ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაება ბრძოლაში

მე-15 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული, რუსი ანდრეი რუბლიოვი იყო. მას ბასილაშვილი უკანასკნელად ახლახანს, 28 ივლისს, ჰამბურგის ტურნირის ფინალში შეხვდა და გაიმარჯვა (7:5, 4:6, 6:3).

პირველი სეტი რუბლიოვის ჩამოწოდებით დაიწყო და ბასილაშვილს გეიმ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ მეტოქეები გეიმს-გეიმს იგებდნენ და საბოლოოდ სეტის ბედი ტაიბეიქზე გადაწყდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა დასაწყისშივე დააბრეიქა რუბლიოვი, თუმცა, იქვე,ორჯერ ზედიზედ, თავად დაბრეიქდა. საბოლოოდ ბასილაშვილმა კიდე ორჯერ მოახერხა რუბლიოვის დაბრეიქება და ტაიბრეიქი მოიგო – 7:4 (1:0*, 1:1*, 1:2*, 1:3, 2:3*, 3:3, 4:3, 4:4, 4:5*, 4:6, 4:7)

მეორე სეტში ბასილაშვილის მეორე აწოდებაზე ჰქონდა რუბლიოვს გეიმ-პოინტი, ვერ გამოიყენა და შეხვედრა ისევ ქულა-ქულაში მიდიოდა ბასილაშვილის მე-5 გეიმამდე, რომელშიც რუბლიოვმა შეძლო ბასილაშვილის დაბრეიქება და საბოლოოდ მას სეტიც დაათმობინა – 4:6.

მესამე სეტში რუბლიოვმა ბასილაშვილის მესამე გეიმი მოიგო და ამის შემდეგ სეტის და მასთან ერთად მატჩის მოგებაც აღარ გაჭირვებია – 7:6(7:4), 4:6, 2:6

ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ დროისთვის 1 985 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე იმყოფება. ამ ადგილიდან მისი დაქვეითება ცინცინატის ტურნირის შემდეგ პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რადგან ამისთვის მის უკან მდგომმა არგენტინელმა გვიდო პელამ ნახევარფინალში უნდა გააღწიოს, სხვები კი სულაც ფინალში უნდა გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად