ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტამბოლში რუს ხაჩანოვთან წააგო

სტამბოლის ღია პირველობაზე, 1/16 ფინალში, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რუს კარენ ხაჩანოვთან დაპირისპირება სამ სეტში – 3:6, 7:6, 1:6 მოიგო და ერთეულთა თანრიგს დაემშვიდობა.

კარენ ხაჩანოვი, მსოფლიოს რეიტინგში 42-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბასილაშვილი, ბოლო პერიოდში განცდილი მარცხების გამო 61-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ამავე ტურნირზე, საქართველოს პირველი ჩოგანი ძალებს წყვილთა თანრიგში მიხაილ ელგინთან ერთად მოსინჯავს. ქართულ/რუსული წყვილის მოწინააღმდეგე სანტიაგო გონსალესისა და დომინიკ ინგოლტის დუეტი იქნება.

აღნიშნული შეხვედრა, თბილისის დროით სტარტს 19:55 საათზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად