ბასილაშვილმა ფინალში რუსი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო

ჰამბურგში ATP Hamburg European Open 500 ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.

ნახევარფინალში უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში მსოფლიოს მე-5 ჩოგნის ალექსანდრე ზვერევის ძლევის შემდეგ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი იყო..

პირველ სეტში ბასილაშვილი დაწინაურდა, რუბლიოვმა გაათანაბრა ანგარიში, იქვე ბასილაშვილის ჩაწოდებაზე მოიგო გეიმი და 2:1 დაწინაურდა. შემდეგ მეტოქეებმა თავიანთი ჩაწოდებები მოიგეს და რუბლიოვის მორიგ ჩაწოდებაზე ბასილაშვილმა ხუთი გეიმ-პოინტის შემდეგ შეძლო მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა – 3:3

ანგარიშზე 4:5 ბასილაშვილს სეტ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და რუბლიოვმა კვლავ გაათანაბრა ანგარიში.

ბასილაშვილმა კვლავ მოიგო საკუთარი ჩაწოდება და 5:6-ზე რუბლიოვის ჩაწოდებაზე მესამედ (სეტში მეოთხედ) მიღებული სეტ-პოინტის შემდეგ მოიგო პირველი სეტი.

მეორე სეტში მეტოქეები ქულას ქულაზე ცვლიდნენ ბასილაშვილის მეოთხე ჩაწოდებამდე. 3:3-ზე რუბლიოვმა შეძლო ბასილაშვილის ჩაწოდების მოგება და დაწინაურდა – 4:3, შემდეგ თავისი ჩაწოდებაც მოიგო და ანგარიში ბასილაშვილისთვის კრიტიკული გახადა – 5:3.

ბასილაშვილმა საკუთარ წაჩოდებაზე შეამცირა ანგარიშში სხვაობა, მაგრამ დათმო რუბლიოვის ჩაწოდებაზე გეიმი და მასთან ერთად სეტიც.

მესამე, გადამწყვეტ სეტში1:1-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მესამე გეიმ-პოინტის შემდეგ მოიგო რუბლიოვის ჩაწოდება, რის შემდეგაც მეეტოქეებმა საკუთარი გეიმები დათმეს ნოლზე.

ანგარიშზე 1:3 რუბლიოვმა გაიბრძოლა, მაგრამ ბასილაშვილის ჩაწოდება ვერ მოიგო მისი მდგომარეობა გართულდა – 1:4. საკუთარი ჩაწოდების მოგება რუბლიოვმა ბასილაშვილის ორი გეიმ-პოინტის მიუხედავად შეძლო და ანგარიში შეამცირა – 2:4.

ბასილაშვილმა იოლად მოიგო მომდევნო გეიმი და რუბლიოვის ჩაწოდებაზე, რუბლიოვმაც არ დაუდო ტოლი და კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა – 3:5.

თუმცა ეს მისი ბოლო გაბრძოლება იყო. ბასილაშვილმა მოიგო მომდევნო გეიმიც და მატჩიც 7:5, 4:6, 6:3

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში შარშან მიღწეული შედეგი გაიმეორა, კვლავ გახდა ATP Hamburg European Open 500 -ის გამარჯვებული, დაიცვა შარშან მოპოვებული 500 ქულა და მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილი შეინარჩუნა.

ჰამბურგის ტურნირში გამარჯვებულისთვის დაწესებული ფულადი პრიზი 354 845 დოლარია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად