ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა და ATP-ს ჩელენჯერის ტურნირში გაიმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჰოლანდიაში, ქალაქ შევენინგენში გამართულ ტურნირში ის რუს მეტოქეს ანდრეი კუზნეცოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:7, 7:6; 6:3 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი ATP-ს მსოფლიო რეიტიგში 28 პოზიციით დაწინაურდა და 90-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

კუზნეცოვის დასამარცხებლად ნიკოლოზ ბასილაშვილს 2 საათი და18 წუთი დასჭირდა. ტურნირის საპრიზო ფონდო 42 500 ევროს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად