ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუს ანდრეი რუბლიოვს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა

კატარის დედაქალაქ დოჰაში პროფესიონალ ჩოგბურთელთა მასტერსზე მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის (N20) მეტოქე დოჰას მასტერსის შარშანდელი ფინალისტი, რუსი ანდრეი რუბლიოვი (83) იყო. მეთექვსმეტედფინალში რუსმა ჩოგბურთელმა ფრანგი ანდრეას სეპი (N36) დაამარცხა (7:5, 6:1), ხოლო ნიკოლოზმა ესპანელი ალბერტ რამოს-ვინელას (N64) სძლია (6:1, 1:6, 6:1). დოჰას მასტერზე ნიკოლოზ ორჯერ, 2015 და 2018 წლებში, უშედეგოდ შეეცადა მერვედფინალში გასვლას.

დღეს, მესამე ცდაზე, ნიკოლოზმა გატეხა ნავსი, დაამარცხა რუსი მეტოქე (6:3, 6:4) და მეოთხედფინალში გავიდა. რვა უძლიერეში მოხვედრით ნიკოლოზმა 69435 დოლარი (12110$ მეთექვსმეტედფინალში მონაწილეობისთვის+20655$ მერვედფინალში გასვლისთვის+36670$ მეოთხედფინალში გასვლისთვის) გამოიმუშავა და სარეიტინგო 1820 ქულას მოუყარა თავი. ამ მაჩვენებლით იგი მე-20 ადგილზე დარჩება ჯოკოვიჩთან მატჩის შედეგის მიუხედავად იმ შემთხვევას
ში, თუ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ბრიდსბენში იაპონელ კეი ნიშიკორის ვერ დაამარცხებს და ნახევარფინალში ვერ გავა.

მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგის სათავეში მყოფი და დოჰას მასტერსზე გამარჯვების უპირველესი ფავორიტი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. ჯოკოვიჩმა დღეს არცთუ იოლ ბრძოლაში სძლია უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს – 4:6, 6:4, 6:1

მეოთხედფინალში ითამაშებენ აგრეთვე:

სტან ვავრინკა (შვეიცარია, N58) – რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი, N24)

დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი, N45) – მარკო ჩეჩინატო (იტალია, N19)

ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი, N28) და ტომას ბერდიხს (ჩეხეთი, N68) შორის გამარჯვებული – პიერ-ჰუგეს ჰერბერტი (საფრანგეთი, N56)

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...