ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსი უხერხულ მეტოქესთან გამარჯვებით დაიწყო

რომში ATP 1000 იანების სერიის ტურნირში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) მე-14 ნომრად არის განთსილი. პირველ შეხვედრაში ქართველი მისთვის უხერხულ მეტოქეს მარტონ ფუჩოვიჩს (36) დაუპირისპირდა.

უნგრელს ბასილაშვილი როტერდამის და მონაკოს შემდეგ წელს უკვე მესამედ ხვდება. დღემდე გამართულ 5 შეხვედრაში 4 უნგრელის სასარგებლოდ იყო დასრულებული და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა ბასილაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაში ბასილაშვილმა მეტოქე  (6 : 1; 6 : 4) დაამარცხა. პირველ სეტში იოლი გამარჯვების და მეორე სეტში მოპოვებული 3 გეიმიანი უპირატესობის შემდეგ ქართველ ჩოგბურთელს ტაიბრეიკზე მოუწია თამაში.

მომდევნო წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ლასლო დიერეს (32) და მიხაილ კუკუშკინს (40) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იტალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი €5 791 280-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...