ნიკოლოზ ბასილაშვილმა “როჯერის თასზე” დუშან ლაიოვიჩი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

კანადაში როჯერის თასის სახელით ცნობილ ATP Masters 1000 Canada-ს გათამაშებაში დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბ დუშან ლაიოვიჩს შეხვდა

პირველ სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი მეორე გეიმის დათმობის შემდეგ მდგომარეობა ვეღარ გამოასწორა და შემდეგ მეხუთე გეიმიც და მასთან ერთად სეტიც დათმო – 3:6.

მეორე სეტი წარმოუდგენლად დრამატულად წარიმართა: თავდაპირველად ბასილაშვილმა აიღო ლაიოვიჩის გეიმი – 1:0. შემდეგ ლაიოვიჩი ზედიზედ ორჯერ მოიგო ბასილაშვილის გეიმი. ბასილაშვილმა ორივე დაიბრუნა და დაწინაურდა – 4:3. ლაივიჩმა კვლავ აიღო ბასილაშვილის გეიმი – 4:4. შემდეგ ისევ ბასილაშვილმა იმარჯვა და საბოლოოდ მოიგო სეტი 6:4.

მესამე სეტში ბასილაშვილი ჩამორჩა 0:2. დაიბრიუნა ერთი გაიმი – 1:2, მაგრამ იქვე, ლაიოვიჩის მეხუთე გეიმ-პოინტზე დათმო საკუთარი – 1:3. ისევ მოიგო საპასუხოდ ლაიოვიჩის გეიმი – 2:3, შემდეგ კი საკუთარიც და გაათანაბრა ანგარიში – 3:3.

ამის შემდეგ ნიკოლზ ბასილაშვილმა კვლავ მოიგო ლაიოვიჩის ჩაწოდებაზე – 4:3, შემდეგ თავის გეიმზე ანგარიში 5:3 გახადა, დათმო ლაიოვიჩის ჩაწოდება – 5:4 და მოიგო საკუთარიც და მასთან ერთად სეტიც – 6:4 და მატჩიც – 3:6, 6:4. 6:4

მეთექვსმეტედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოექ გერმანელი იან ლენარდ შტრუფი იქნება. მან დღეს ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას სძლია – 6:2, 6:2.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად