ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირის პირველ მატჩში ფრანგ გვიდო პელას სძლია

ჩინეთში, პეკინში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირი 500-იანი ტურნირი დაიწყო

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ მატჩში ფრანგ გვიდო პელას შეხვდა.
პირველი სეტი ბასილაშვილმა 6:4 (0:1, 1:1, 1:2. 2:2, 3:2*, 4:2, 4:3, 5:3, 5:4, 6:4) მოიგო. მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა 6:6 (0:1, 1:1, 1:2, 1:3*, 2:3*, 3:3, 3:4, 4:4, 4:5, 5:5, 5;6, 6:6), სადაც ბასილაშვილმა იმარჯვა 7:3 (0:1, 1:1, 2:1, 2:2, 2:3, 3:3, 4:3, 5:3*, 6:38, 7:3) და მატჩიც 6:4, 7:6(7:3) მოიგო.

მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბ დუშან ლაიოვიჩს და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ დროისთვის დასრულებული პირველ სეტში ლაიოვიჩმა იმარჯვა – 6:4, ხოლო მეორეში ციციპასმა – 6:3

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად