ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ალექსანდრე ზვერევი დაამარცხა და ფინალში გავიდა

ჰამბურგში ATP Hamburg European Open 500 ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალური შეხვედრა გამართა ალექსანდრე ზვერევთან გამართა.

ნიკილოზ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა და მსოფლიოს მე-5 ჩოგანი დაამარცხა.

პირველის სეტის პირველივე გეიმზე ბასილაშვილმა ორჯერ შეძლო გეიმის გადარჩენა და საბოლოოდ მოიგო, შემდეგ თავის მეორე გეიმზე კვლავ გააქრწლა ზვერევის გეიმ-პოინტი ამის შემდეგ კი თავად ჰქონდა გეიმ-პოინტი ზვერევის ჯერ მე-3, შემდეგ კი მე-4 გეიმზე, თუმცა ვერ გამოიყენა, ანგარიშზე 5:4 კი კვლავ მიეცა შანსი და ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა – 6:4.

მეორე სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანგარიშზე 2:1 მეტოქის გეიმი მოიგო და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ იქვე საკუთარი გეიმი დათმო, შემდეგ ანგარიშზე 4:4 კიდევ ერთხელ წააგო საკუარი გეიმი და საბოლოოდ სეტი წააგო 4:6.

მესამე გადამწყვეტი სეტი ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი შემდეგ კი მეტოქის გეიმის მოგებით დაიწყო. ზვერევი შეეცადა მატჩის შემოტრიალებას და ბასილაშვილის გეიმზე ოთხჯერ ჰქონდა ერთი დარტყმით გეიმის მოგების შანსი, მაგრამ ამ უკანასკნელმა შესაშური ნებისყოფა გამოავლინა და ზვერევის 4 გეიმ-პოინტი მოიგერია.

ზვერევი არ დანებდა, ჯერ თავის გეიმ მოიგო, შემდეგ ბასილაშვილს მეორე გეიმ-პოინტის გადარჩენა არ დაანება, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგო თავისი მე-3 გეიმი – 3:3.

აქ უკვე ბასილაშვილს უმტყუნა ნერვებმა და მესამე გეიმ-პოინტზე დათმო ჯერ საკუთარი შემდეგ კი მეტოქის გეიმი – 3:5.

თავის მეოთხე გეიმზე ბასილაშვილმა ორჯერ მისცა ზვერევს მატჩ-პოინტი, მაგრამ საბოლოოდ მოახერხა გეიმის მოგება და ანგარიშში სხვაობის შემცირება. შემდეგ მან იბრძოლა ბოლომდე და მეორე გეიმ-პოინტის შემდეგ მოიგო ზვერევის გეიმი – 5:5.

ბასილაშვილის მე-6 გეიმზე კვლავ დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა, ორჯერ ჰქონდა ზვერევს გეიმ-პოინტი, მაგრამ საბოლოოდ ბასილაშვილმა იმარჯვა და დაწინაურდა – 6:5.

კვლავ მოახერხა ზვერევმა ანგარიშის გათანაბრება – 6:6 და მატჩის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. ნიკოლოზ ბასილასვილმა ტაი-ბრეიკი 2:5-ის შემდეგ მოიგო 7:5.

ალექსანდრ ზვერევი რუსი ემიგრანტების, ერთ დროს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი საბჭოთა პროფესიონალი ჩოგბურთელების, მიხეილ და ირინა ზვერევების შვილია, გერმანიის მოქალაქე. იგი 2017 წლის მეორე ნახევრიდან პროფესიონალ ჩოგბურთელთა ათეულშია. მისი საუკეთესო მაჩვენებელი – მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილია. ამჟამად მას მე-5 ადგილი უკავია.

ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლიოვს (N62 “ცოცხალ”რეიტინგში) და ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას (N47 “ცოცხალ” რეიტინგში) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულია და მას შარშან მოპოვებული 500 სარეიტინგო ქულა ჰქონდა დასაცავი. ფინალში გასვლის შემდეგ ნიკოლოზს მხოლოდ 200 ქულა დარჩა დასაცავი და მოგების შემთხვევაში იგი კვლავ დაიბრუნებს მე-16 ადგილს. ამჟამად კი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1775 ქულით “ცოცხალ” რეიტინგში 18-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად