ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებები მოგვანატრა

მადრიდში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცის ეგიდით მასტერსის Mutua Madrid Open 1000-იანი სერიის ტურნირზე ძირითად ბადეში მოხვედრილი ჩოგბურთელები ჩაებნენ ბრძოლაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილის (N17) მეტოქე ოცდამეთორმეტედფინალურ შეხვედრაში ამერიკელი ფრენსის ტიაფო (N31) იყო.

პირველ სეტში ანგარიშზე 3:3 ბასილაშვილმა საკუთარი გეიმი დათმო, მაგრამ შემდეგ კრიტიკულ მომენტში მოახეხა ტიაფოს გეიმის მოგება, ანგარიში 5:5 გახადა და საბოლოოდ სეტი ბედი თამაში ტაი ბრეიკით გადაწყდა: ბასილაშვილმა დათმო ერთი ჩაწოდება, მაშინვე დაიბრუნა, შემდეგ ანგარიში ქულა-ქულაში გაგრძელდა მანამ, სანამ ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ არ მოიგო ტიაფოს მოწოდება – და სეტი – 7:6(10:8)

მეორე სეტში ბასილაშვილმა ტიაფოს მეორე გეიმი აართვა, მაგრამ თავის ერთი მოგებული გეიმის შემდეგ ორი ზედიზედ საბოლოოდ, სეტიც დათმო – 3:6.

მესამე სეტში 2:2-ზე ბასილაშვილმა წააგო საკუთარი გეიმი, შემდეგ ტიაფოს მე-5 გეიმი თითქოს შემოატრიალა, 0:40-ზე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგო და ანგარიში 3:5 გახდა. ამის შემდეგ მეტოქეებმა საკუთარი გეიმები მოიგეს და მატჩი ტიაფოს გამარჯვებით დასრულდა – 6:7(8:10), 6:3, 6:4

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...