ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის პირველ წრეში იტალიელი ჯანლუკა მაგერი დაამარცხა

საფრანგეთში მეცის 250-იანი ტურნირი დაიწყო

მეცის 250-იანი ტურნირის პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილის (N35) მეტოქე იტალიელი ჯანლუკა მაგერი (N77) იყო.

ქართველმა ჩოგბერთელმა შეხვედრა ორ სეტში მოიგო 6:3, 7:6(7:5)

მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასა (N44) და მეცის ტურნირის სამგზის გამარჯვებულ, ფრანგ ჟილ სიმონის (N98) შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები
იტვირთება...