ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში მარცხი განიცადა

საფრანგეთის ქალაქ მეცში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ეგიდით მიმდინარე 250-იანი სერიის ტურნირ Moselle Open-2019 დღეს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

პირველი სეტის საწყის გეიმში ბასილაშვილმა გეიმ-პოინტი ვერ გამოიყენა. იგივე განმეორდა მესამე გეიმზეც. იქვე ცონგამ “დაუბრუნა” ვალი ბასილაშვილს ჯერ მესამე გეიმზე ვერ გამოიყენა გეიმ-პოინტი, შემდეგ მეხუთე გეიმზე ორჯერ სეტ-პოინტი გაუშვა ხელიდან.

ანგარიშზე 5:5 ბასილაშვილმა ანგარიშზე 5:5 ორჯერ მიიღო გეიმ-პოინტი, საიდანაც მეორე წარმატებით გამოიყენა, ამის შემდეგ კი მესამე სეტ-პოინტი აღარ გააფუჭა, მოიგო სეტი 7:5 და დაწინაურდა – 1:0

ამის შემდეგ ორთაბრძოლის მსვლელობა მკვეთრად შეიცვალა: ცონგა ადვილად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას, ბასილაშვილის ჩაწოდებებზე კი დიდ ბრძოლას უმართავდა მას და შედეგად მან ჯერ მეორე სეტი მოიგო 6:3, შემდეგ კი მესამე სეტში ორჯერ დააბრეიკა ბასილაშვილი, რომელმაც ანგარიშზე 1:4 თამაში შეწყვიტა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად